
გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები 65 ჰა ფართობზე მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ტერიტორია მეტყევე სპეციალისტებმა წინასწარი დეტალური კვლევისა და სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეარჩიეს. მათივე ცნობით, აღნიშნული ტყის მასივი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. შინაური










