
გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი
გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. გივი შაჰნაზარი დაიბადა 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე (2015). პირველი თარგმანები ქართულ ენაზე










