
- By Keti Khomeriki
- In კულტურა, საზოგადოება
კულტურის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რომ რექტორის არჩევნები უმოკლეს ვადაში ჩატარდეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით.










