
ზურაბ აზარაშვილი – საქართველოში მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები
საქართველოში ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა, ასევე გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და










