
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ნ.ა. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული შ.ჩ. ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.










