
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ელისო კილაძის სახლის ჩხრეკისას ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტი ამოიღეს
ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებული ელისო კილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. როგორც კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა აღნიშნა, ჩხრეკა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები, მეხსიერების ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტი ამოიღეს. „შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მოცულობით დიდი არ არის, ოროთახიანი ბინაა, მაინც ყველა ფურცელი იქნა გასინჯული, წაკითხული,










