
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში უკანონოდ მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს აწარმოებდნენ, რასაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით,










