
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს – სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი
სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დაკავებულია 39 პირი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დანაშაულთან ბრძოლას, შესაბამისი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების გზით. სამართალდამცველების მიერ ბოლო










