
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981 წელს დაბადებული დ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო










