
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია სამი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების










