• May

    19

    2026
  • 65
  • 0
გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე წარუდგინა.

თეიმურაზ ლომთაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თეიმურაზ ლომთაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილება შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor