• May

    4

    2026
  • 111
  • 0
ილჰამ ალიევი – მშვიდობის საერთაშორისო გზა, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდება, აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება

ილჰამ ალიევი – მშვიდობის საერთაშორისო გზა, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდება, აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რეალობაა. ამის შესახებ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ განვიხილეთ სამიტში ჩემი მონაწილეობა და შევთანხმდით, რომ ღონისძიებას ვიდეოფორმატში შევუერთდებოდი. ასევე მსურს, აუდიტორიას შევახსენო, რომ ერთი წლის წინ, ჩემი შეხვედრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან და ევროპული კომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაენთან მკითხეს აზრი 2026 წლის მაისში სომხეთში სამიტის ჩატარების იდეასთან დაკავშირებით. მე ამ ინიციატივას მხარი დავუჭირე და, თავის მხრივ, შემდგომი სამიტებიდან ერთ-ერთის აზერბაიჯანში ჩატარება შევთავაზე, რათა ბალანსირებული მიდგომა შენარჩუნებულიყო. ეს წინადადება მიღებულ იყო და ამიტომ 2028 წლის მაისში მონაწილეებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სხვათა შორის, სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რეალობაა“, – თქვა ალიევმა.

მისივე თქმით, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი უკვე გრძნობენ მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

„მშვიდობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სატრანსპორტო ხელმისაწვდომობაა. მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთაშორისო გზა, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდება, აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს. ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება. როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი უკვე ხედავენ მშვიდობის პრაქტიკულ უპირატესობებს. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით თავისი პოზიციისთვის“, – განაცხადა ალიევმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor