• June

    30

    2026
  • 23
  • 0
კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ

კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარედან თავსმოხვეული პოლარიზაცია დავასრულოთ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო.

მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავლობაში გარედან არის თავსმოხვეული, უნდა დასრულდეს.

„ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინიციატივა, რადგან სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ამ შედეგებამდე მივსულიყავით. შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ  ამ ყველაფრის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს ზომიერად, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხდება, როგორი სტატუსები იწერება, როგორი კომენტარები კეთდება სოციალურ ქსელში. მგონია, რომ დროული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor