
მებრძოლი ერმილე ნემსაძე ტარიელ კაკაბაძეს მხარდაჭერას უცხადებს – „მე ვიცი, რომ ის პროფესიონალი ადვოკატია, ჯანყარაშვილის კანტორით ხდება ეგ ყველაფერი….
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტერს, რომელიც ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესა და სხვა პირებს, მათ შორის თავად ერმილესაც ეხება, სამხედრო ძალების ვეტერანი ერმილე ნემსაძე გამოეხმაურა.
ნემსაძემ პოსტის ავტორებისა და მის უკან მდგომი პოლიტიკური ინტერესების მიმართ მწვავე პოზიცია დააფიქსირა, თუმცა მთავარი აქცენტი ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის პროფესიულ საქმიანობაზე გააკეთა.
ნემსაძე აცხადებს, რომ ტარიელ კაკაბაძეს პირადად არ იცნობს და არ იცის მისი პოლიტიკური შეხედულებები, თუმცა, მისი შეფასებით, ეს გარემოება არ ცვლის მთავარს – კაკაბაძე პროფესიონალი ადვოკატია და საკუთარ საქმეს სათანადოდ ასრულებს.
„მე ამ ადამიანს არ ვიცნობ და არ ვიცი მისი პოლიტიკური შეხედულებები, მე ვიცი, რომ ის არის პროფესიონალი ადვოკატი და კარგად აკეთებს თავის საქმეს, ასე რომ, ჩემი სრული მხარდაჭერა ამ ბიჭს“, – განაცხადა ერმილე ნემსაძემ.
ვეტერანის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ადამიანის შეფასება პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობისა თუ სხვა არაპროფესიული ნიშნით.
ნემსაძემ ასევე გააკრიტიკა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტერი, რომლის დიზაინშიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიზუალური მასალაა წარმოდგენილი, მათ შორის თავად ერმილეს გამოსახულებაც.
„GEO NEWS“ აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ბრალდებებსა და პოლიტიკური შინაარსის შეფასებებში მათი ავტორები უნდა დაეფუძნონ კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ამასთან, კონკრეტულ პირებთან მიმართებით გამოთქმული შეფასებები ამ ეტაპზე წარმოადგენს განცხადებების ავტორთა პოზიციას და არა სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, და სწორედ ამ ჭრილში გთავაზობთ ერმილე ნემსაძის შეფასებას :
,,რაც შეგეხებათ თქვენ ხელუსუფლების ერთ-ერთი კლანის ტროლებო და გამპრავებლებო, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტით დამზადებული ფოტოები, რომ დადეთ – მე, ჩემი ძმა ,ტარიელ კაკაბაძე იქ ნატალია ვიბლიანი და ამხედრებული ჩოჩორი, იმედენი განათლებაც არ გაქვთ, რომ რუსულიდან ქართულად თარგმნოთ და ისე დადოთ, ჯანყარაშვილის კანტორით ხდება ეგ ყველაფერი და ეს ნაგავი სად ნახეთ ქოცების უშიშროებავ ?
ჯანყარაშვილი რომ იქნება ქოცების პიარი იმიტომაც არის კარგად საქმე…თქვენ ხართ ყველაზე მეტი ღორები და ღორულ საქმეს აკეთებთ საქართველოში. ღმერთი, რჯული, ხატი დამეფიცება, რომ არაფერი შეხება არ მაქვს ამ საქმესთან, გარდა იმისა რომ კუთხური ნიშნით არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი”,- აცხადებს ნემსაძე.
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





