• June

    8

    2026
  • 34
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს

ნიკოლ ფაშინიანი – არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს

მმართველი პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გამარჯვება ნაადრევად გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.

„2026 წლის 7 ივნისს გაიმართა ეროვნული ასამბლეის მორიგი არჩევნები და არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“. პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. მადლობას ვუხდი სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომელმაც, უპირველეს ყოვლისა, მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და საკუთარი თავისუფალი ნებით მისცა ხმა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2021 წელთან შედარებით, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის მხარდაჭერა და მეტი ნდობის მანდატი მიიღო. ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას და ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დადგა სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის, მომავლისა და მშვიდობის დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ხმა 16 ნომერს მისცა.

სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, ყველა მიყვარხართ, ყველა თქვენგანით ვამაყობ და ყველა თქვენგანის წინაშე ქედს ვიხრი”, – განაცხადა ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor