
პროკურატურამ საერთაშორისო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა
საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ეფექტიან უწყებას წარმოადგენს !
11 ივნისს საქართველოს პროკურატურის კოორდინაციითა და საერთაშორისო პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.
პროკურატურაში საერთაშორისო ბრიფინგი გაიმართა, რაც კიდევ ერთხელ იქცა იმის ნათელ დასტურად, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს არა მხოლოდ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტია, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში გამორჩეული ავტორიტეტის მქონე უწყება.
მსოფლიოს წამყვანი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობა ამ ღონისძიებაში საქართველოს პროკურატურისადმი არსებული განსაკუთრებული ნდობისა და პატივისცემის მკაფიო გამოხატულება იყო. ეს არის ინსტიტუცია, რომელმაც პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობითა და სახელმწიფო ინტერესებისადმი ერთგულებით არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი მაღალი სტანდარტი.
საქართველოს პროკურატურის საქმიანობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ უწყებრივ ფუნქციებს და იქცა სახელმწიფოს სიმტკიცის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.
თითოეული წარმატებული გამოძიება, თითოეული გამოვლენილი დანაშაული და თითოეული დაცული მოქალაქის უფლება იმ ადამიანების თავდადებული შრომის შედეგია, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელსაც პროკურატურა წლების განმავლობაში თანმიმდევრული და ეფექტიანი საქმიანობით იმკვიდრებს. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც კიბერდანაშაული და ფინანსური დანაშაულები გლობალურ საფრთხედ არის ქცეული, საქართველოს პროკურატურა ღირსეულად დგას მოწინავე ხაზზე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად წარმატებით იცავს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებას.
11 ივნისის ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უწყების ძალა, გამოცდილება და შესაძლებლობები. ეს იყო დღე, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლეს მაგალითს – ინსტიტუტს, რომელიც მტკიცედ იცავს კანონს, ემსახურება საზოგადოებას და ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.
ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთისა და ევროპის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, ნათლად წარმოაჩენს საქართველოს პროკურატურის მაღალ პროფესიონალიზმს, საერთაშორისო ავტორიტეტსა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების უნარს.
მრავალწლიანი და კომპლექსური გამოძიების წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ ქართული საგამოძიებო და საპროკურორო სისტემა ეფექტიანად პასუხობს გლობალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა საჯაროდ გაუსვეს ხაზი საქართველოს სამართალდამცავი უწყებების პროფესიონალიზმსა და საიმედოობას. მსგავსი შეფასებები ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტების მიმართ არსებული ნდობისა და მათი მაღალი რეპუტაციის კიდევ ერთი დასტურია.
,,დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს, მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონულმა ატაშემ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დანიელ ჰარისმა განაცხადა.
მისი თქმით, გააგრძელებენ სამართალდამცავ პარტნიორებთან თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების დაშლის მიზნით.
„დღეს პატივი მაქვს წარვდგე თქვენ წინაშე გენერალურ პროკურატურასთან, ჩვენ ქართველ, საერთაშორისო და ფედერალურ სამართალდამცავ პარტნიორებთან ერთად. შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს სპეციალური აგენტები დიდი ხანია ცნობილი არიან იმით, რომ თავიანთ გამოცდილებას ფინანსური გამოძიების კუთხით სხვადასხვა კომპლექსურ გამოძიებას უზიარებენ და დღევანდელი განცხადება წარმოაჩენს შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს ვალდებულებას, აღმოფხვრას უკანონო შემოსავლების უკანონო ნაკადი.
ჩვენი სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს აგენტები პროაქტიულად გააგრძელებენ თავიანთი ცოდნის და უნიკალური უნარების გამოყენებას საზოგადო კეთილდღეობისთვის – იქნება ეს ფულის გათეთრება, საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევები, საგადასახადო დანაშაულები ან ნებისმიერი სახის კომპლექსური ფინანსური თაღლითობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ სამართალდამცავ პარტნიორებთან თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების დაშლის მიზნით.
დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმისა, თუ რის მიღწევა შეიძლება როდესაც საქმის ერთგული პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა დანიელ ჰარისმა.
,,გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გენერალურ პროკურატურას თბილისში, ბათუმის საოლქო პროკურატურას, საქართველოს პოლიციას, ყველა ოფიცერს და თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილზე ჩატარებულ ოპერაციაში”, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა დამიან მაზურიმ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც დამიან მაზურიმ აღნიშნა, ეფექტური თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწიეს.
„მოგესალმებით პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელისა და ყველა ოფიცრის სახელით და გვსურს, ღრმა მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ დაწესებულებისა და უწყების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომელიც ხორციელდებოდა ლოძის საოლქო პროკურატურის ზედამხედველობით და მიმართული იყო საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ. გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გენერალურ პროკურატურას თბილისში, ბათუმის საოლქო პროკურატურას, საქართველოს პოლიციას, ყველა ოფიცერსა და თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილზე ჩატარებულ ოპერაციაში.
ჩვენი ეფექტური თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ყველა დაგეგმილ მიზანს. ჩვენი მუშაობის შედეგები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქმე შემდგომშიც გავაგრძელოთ. გმადლობთ თქვენი პროფესიონალური მიდგომისთვის, ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის და უაღრესად ეფექტური თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა.
საქართველოს პროკურატურა წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს, ნერგავს თანამედროვე საგამოძიებო მეთოდებს და აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის წარმატებები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
11 ივნისის ოპერაცია არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულებრივი ქსელის საქმიანობის აღკვეთას ნიშნავს, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია.
პროკურატურის მიერ მიღწეული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა მზად არის ეფექტიანად უპასუხოს 21-ე საუკუნის ყველაზე რთულ გამოწვევებს და დაიცვას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესები.
ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს პროკურატურა, როგორც პროფესიონალიზმზე, კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს.
ფოტოკოლაჟი :


მოამზადა ქეთი ხომერიკმა
,,GEO NEWS”





