• June

    8

    2026
  • 29
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს

შალვა პაპუაშვილი – ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს

ვიზალიბერალიზაციას კონკრეტული წინაპირობები ჰქონდა და აქვს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა ის, საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არ მიიღოს.

„ეს ვიზალიბერალიზაციასთან რა კავშირშია, ვერავინ ხსნის. მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება. არ ვიცი, რა წესია, რომ ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი სუვერენიტეტი უნდა შევიზღუდოთ და დავუშვათ, რომ აქ ბრიუსელმა ფარულად აფინანსოს პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როცა გეუბნებიან, შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს, გაასაჯაროოს დაფინანსებები, რათა გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor