• May

    14

    2026
  • 34
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ამ პროდუქტზე ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი

შალვა პაპუაშვილი – ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ამ პროდუქტზე ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი

ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პლენარულ სხდომაზე გამოტანა დაგეგმილი არ არის. პროცესი საჯარო იყო, ყველა მიგნება, პოზიცია საჯარო და განხილული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნის შინაარსით კმაყოფილია.

„ფასების თაობაზე მსჯელობა ყოველთვის ცარიელი სიტყვები იყო, არგუმენტების გარეშე. მსჯელობა იმით შემოიფარგლებოდა, დახლზე რა ფასი იყო. კომისიამ შეძლო, რომ დაზუსტებით ვიცით, ჯაჭვი რა არის, რაც ფასს წარმოქმნის. ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტების სია გამოყვეს, რომელიც მუდმივად დაბალ ფასებში იქნება. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც კვირაში ერთხელ შეიძლებოდა ყოფილიყო, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტების. მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, ამ პროდუქტზე მუდმივად, ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი. ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით ყველაზე დაბალი ფასი იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor