• May

    8

    2026
  • 34
  • 0
ჰორმუზის სრუტეში აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემდეგ, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა

ჰორმუზის სრუტეში აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემდეგ, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ნავთობის ფასები ისევ გაიზარდა და 100 დოლარს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 2.9%-ით მოიმატა და თითქმის 103 დოლარს მიაღწია.

7 მაისის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 96 დოლარამდე იყო შემცირებული.

ღამით მკვეთრად დაეცა აქციების ფასები – იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჰონგ კონგის საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით შემცირდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor