
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიულ სისტემაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ადგილი არ უნდა იყოს
რეალურად თუ აიკრძალება რადიკალური პოლიტიკური პარტიები, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებისთვის, შესაბამისად, 2028 წელს უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს არის ჩვენი ამოცანა, ამისათვის მივმართეთ სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, მუდმივად ჩაკეტილ წრეზე ტრიალებდეს ქვეყანა, როდესაც ერთ მხარეს არის მმართველი










