
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ანდრეი სიბიგა – მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. როგორც სიბიგა წერს, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. „გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო განვითარების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის










