
კახა კალაძე – მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი სტუდენტური ფესტივალის გახსნაზე, ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა. „მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი.










