
სულხან თამაზაშვილი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილს ეწვია. საქართველოს დელეგაციას ადგილზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვილაიათ ეივაზოვმა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურმა, შაჰინ მამადოვმა უმასპინძლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე დანაყოფის შესაძლებლობებსა და










