
ექსკლუზივი : პროფესიული ეთიკა არის ადვოკატურის ღირსებისა და საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარესა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უმაღლესი კლასის იურისტ – მამუკა ნოზაძესთან. ადვოკატის პროფესია მხოლოდ სამართლებრივი ცოდნისა და სასამართლოში წარმომადგენლობის უნარს არ ეფუძნება. იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ნდობასთან, პროფესიულ პასუხისმგებლობასთან და იმ მაღალ სტანდარტებთან, რომლებიც ადვოკატმა, როგორც საკუთარი კლიენტის, ისე მართლმსაჯულებისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ










