
სულხან თამაზაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მუნიციპალურ სამსახურებს, მედიის წარმომადგენლებს
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და, აუცილებლად, რა თქმა უნდა, სამაშველო ღონისძიებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა. „აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და, პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა, მადლობა










