
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოსაზღვრე რეგიონების










