
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ბლუმბერგი“ – ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო ევროკავშირში უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ის შეპყრობილია სურვილით, აჩვენოს, რომ მთავარი ფიგურაა
ევროკავშირში მზარდია უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ უახლოესი გუნდის წევრებს ანდობს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტს ახორციელებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროების თქმით, რომლებიც იცნობენ ფონ დერ ლაიენის მუშაობის სტილს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ფანტავს თავისი აპარატის რესურსს და ნაკლები ყურადღება ეთმობა ძირითად ეკონომიკურ










