
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჯორჯია მელონი ევროკავშირის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის დანიშვნას ემხრობა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ემხრობა ევროკავშირის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმომადგენლის დანიშვნას. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. „მე დიდი ხანია, ვუჭერ მხარს ევროპის შეხედულებების წარმოსაჩენად სანდო ორგანოს იდენტიფიცირების აუცილებლობას, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფოს მანდატი ექნება და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას“, – აღნიშნა მელონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა რჩება ერთადერთ გზად რუსეთის მოლაპარაკებების










