
ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც ალიევი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური მოღვაწის,










