
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ყველას აჩვენა, რომ საქართველო, არც ერთი ქვეყნიდან არ იმართება და ამ ქვეყნის ბედს მხოლოდ ქართული საზოგადოება წყვეტს
როგორც მოსალოდნელი იყო დასავლეთის მხრიდან არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეში ჩარევა გრძელდება. ამჯერად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი დასაყრდენი მიხაილ როთი ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ის ასევე მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება არჩევნების დღეს მომხდარი გაყალბების ფაქტებზე. ,,გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.










