
,,GEO NEWS”-ის რეგიონალური კორესპონდენტის ქრისტინა ჯავახიას სუბიექტური ხედვა : ,,მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა – პირადი გადაწყვეტილება თუ პასუხგაუცემელი პოლიტიკური და სამართლებრივი კითხვები” ?
მაღალი პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ყოველთვის სცდება ერთი ადამიანის პირად გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ნაბიჯი საზოგადოებრივი ინტერესის საგნად ქცეულ მოვლენებს ემთხვევა. მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებოდა, კითხვებს აჩენს, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ ოფიციალური განმარტებით არ ამოიწურება. მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური დღის










