
მკაცრი კანონმდებლობა ნარკოტიკების გავრცელების შესაჩერებლად და ახალგაზრდების დასაცავად აუცილებელია
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებაში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს, თუმცა უმეტესობა თვლის, რომ აუცილებელი და დროულია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს ნარკოდანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებას. მათი თქმით, მკაცრი კანონმდებლობა აუცილებელია ნარკოტიკების გავრცელების შესაჩერებლად და ახალგაზრდების დასაცავად. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ცვლილებებმა შესაძლოა ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა გამოიწვიოს.









