
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მასუდ ფეზეშქიანი – ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას
ირანის პრეზიდენტმა და ერაყის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ სატელეფონო საუბრისას რეგიონის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას“. „ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ










