
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ანდრეი სიბიგა – ჩვენ მზად ვართ, უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ
ჩვენ მზად ვართ, უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. სიბიგას თქმით, უნგრეთთან სამომავლო ურთიერთობებს „პოზიტიური სცენარით“ განიხილავს და მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული სტანდარტების საფუძველზე, კონსტრუქციულად განიხილონ დღის წესრიგში არსებული საკითხების მთელი სპექტრი. „ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ორმხრივად სასარგებლო კონსტრუქციული თანამშრომლობა ორივე ხალხის საკეთილდღეოდ, საერთო ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ.










