
პაატა სალია – ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
ტელევიზიებს, რომლებსაც პროპაგანდისტულ არხებად მოიხსენიებენ, რუსეთ-უკრაინის ომთან ან მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაცია არ გაუშუქებიათ, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მთელი მსოფლიო მედია აშუქებდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე და სხვა არაფერი.










