
ალექსანდრე დარახველიძე – კარგია, რომ შევთანხმდით, „კამიტი“ არ გამოგვიყენებია, საია-ც ადასტურებს, რომ ეს იყო სიცრუე, დეზინფორმაცია
კარგია, რომ შევთანხმდით, „კამიტი“ არ გამოგვიყენებია და საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე, დეზინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. დარახველიძეს კითხვა დაუსვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“. ალექსანდრე










