
მიხეილ სარჯველაძე – ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ, მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის
სამინისტრო მუშაობას განაგრძობს, ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული, ვიდრე აქ მჯდომი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას აგრძელებს შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად. „მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და










