
ექსკლუზივი : გლობალმედი ფულზე მონადირე საუნივერსიტეტო კლინიკაა, სადაც პაციენტი მხოლოდ შემოსავლის წყაროა ?
როცა პაციენტის სიცოცხლეზე წინ თანხა და ანგარიშსწორება დგება – რა მოხდა „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ? ,,GEO NEWS”-ის საგამოძიებო მასალა ადამიანი საავადმყოფოში ყველაზე დაუცველი მდგომარეობით ხვდება. ზოგჯერ რამდენიმე წუთი წყვეტს ყველაფერს. ზოგჯერ პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ოჯახის წევრებისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს – ცოცხალია თუ არა, რა მდგომარეობაშია და რას აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად ?










