
საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება. საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას. ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში










