
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს. ბორაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა. პროცედურის მიხედვით, პრემიერის წარდგინებით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს პარლამენტი. თამაზ ბორაშვილი ამ დროისთვის სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდ კი, ამავე უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა და










