
ორმაგი სტანდარტი პროფესიულ მართლმსაჯულებაში – ადვოკატ ლევან ჭიღლაძის სახიფათო პრეცედენტი ?
ადვოკატ ლევან ჭიღლაძის საქმე და კითხვები, რომლებსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უნდა უპასუხოს – „GEO NEWS“ იწყებს საკითხის შესწავლას, რომელიც ერთი ადვოკატის დავას სცილდება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პროფესიული თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. მისი არსებობის მთავარი ლოგიკა მხოლოდ ადვოკატთა გაერთიანებაში არ მდგომარეობს. ასოციაციას უნდა შეეძლოს ერთდროულად დაიცვას ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს ეთიკური სტანდარტების დაცვა და საზოგადოების წინაშე შექმნას










