
ექსკლუზივი – რატომ დააკავეს გულბაათ რცხილაძე ?
ორიოდე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ორგანიზაცია „ევრაზიიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე დააკავა. სუს-ის განცხადებით, რცხილაძე ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გადასცემდა ინფორმაციას და შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. გულბაათ რცხილაძე კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და მზად არის სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ,,GEO NEWS”










