
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი, საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი – ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება
ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოს ბაზარზე რეალიზებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო. რაც შეეხება დამოკიდებულების ნაწილს, ხუციშვილის განცხადებით, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რამე პრობლემას წარმოადგენდეს სხვა ბაზარზე გადართვა, თუ აღნიშნული ფასები არ იქნება მისაღები.










