
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საგარეო უწყება – ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ პრესრელიზს აქვეყნებს. როგორც საგარეო უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას. „დღეს, 5 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის თაობაზე, რომლის ავტორია საქართველოს საკითხზე მომხსენებელი,










